weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცხინვალის რეჟიმი წნელისის გარდა სხვა მონაკვეთებზე გააქტიურებასაც გეგმავს

10:35 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019
ფოტო: სააგენტო „რესი“ ფოტო: სააგენტო „რესი“

ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის გარდა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სხვა მონაკვეთებზეც გეგმავს სამუშაოებს. როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, ამის შესახებ დე ფაქტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ოლეგ შირანმა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან საკითხის განხილვისას განაცხადა.

ბიბილოვმა შირანს დაავალა, ე.წ. საზღვარზე შეისწავლონ სხვა მიმართულებები, სადაც „საქართველოს მხრიდან ტერიტორიის ანექსიის“ რაიმე საფრთხე არსებობს. შირანის განცხადებით, მისი უწყება ამგვარ მონიტორინგს უკვე ახორციელებს.

„ჩვენ განვსაზღვრეთ რამდენიმე მონაკვეთი, სადაც მუშაობაა საჭირო. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მზადაა, ნებისმიერი ამოცანა შეასრულოს“, - განაცხადა შირანმა.  

მისივე განცხადებით, სოფელ წნელისში, სადაც დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო სიმბოლიკა აღმართეს, ამჟამად სიმშვიდეა. ბიბილოვმა მას ნებისმიერი სოფლის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა დაავალა.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ნებისმიერ მცირე რისკიც კი გამორიცხული უნდა იყოს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ზნაურის რაიონის სოფელ წნელისში დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა 5 სექტემბერს ქართული პოლიციის საგუშაგოს თავზე სიმაღლე დაიკავა და სასაზღვრო ნიშანთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა აღმართა.

სიტუაცია საოკუპაციო ხაზთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტი არ აიღო. მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე, ოკუპირებულ სოფელ წნელისში ე.წ. სასაზღვრო პოსტის გახსნის შესახებ განაცხადა და ადგილზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშაც აღმართა.

მხარეებს შორის ორი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ ესკალაციისკენ ნაბიჯები არ გადაიდგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]