weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„უკვდავი პოლკი“ ბათუმში ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალის დადგმას ითხოვს

11:18 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019
ფოტო: imedinews ფოტო: imedinews

„უკვდავი პოლკი“ ბათუმში ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად მემორიალის დადგმას ითხოვს. ამის შესახებ „აჭარის ტელევიზია“ იუწყება.

საქართველოში „უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორმა ანჟელიკა ზახაროვამ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს 23 მაისს წერილობით მიმართა. ზახაროვას მიერ გაგზავნილ წერილში, რომელზეც ხელს რუსულად აწერს, ნათქვამია, რომ ბათუმში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივსაცემად აღმართული სტელა მიხეილ სააკაშვილის დროს ​დაანგრიეს. საქართველოში „უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორებს კი სურთ, ​ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, თავისივე ხარჯებით მემორიალი დადგან. ანჟელიკა ზახაროვას განცხადებით, ხარჯებს საქველმოქმედო ფონდი „წყარო“ გაიღებს. 

ბათუმის მერიაში საქმის წარმოება 27 ივლისს დაიწყო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმის მერმა გადაწყვეტილების მისაღებად რჩევისთვის მრჩეველთა საბჭოს მიმართა, თუმცა, საკითხი მრჩევლებს ოფიციალურად ჯერ არ განუხილავთ.

ბათუმში 2017 და 2018 წელს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას კონტრაქციით დახვდნენ და მათ მიერ საბჭოთა სიმბოლიკის, განსაკუთრებით კი გეორგიევსკის ლენტების გამოყენება გააპროტესტეს.

„უკვდავი პოლკი“ 2011 წელს რუსეთში დაარსდა და მიზნად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემას ისახავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც იდეით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაინტერესდა, მოძრაობამ კრემლის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო მასშტაბი მიიღო.

რუსული „უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორები საქარველოში არიან - „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“ და „მრავალეროვნული საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა კონგრესი“. ამ ორგანიზაციებს რევაზ გოგიძე და მისი მეუღლე ანჟელიკა ზახაროვა ხელმძღვანელობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]