weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩორჩანას საკითხზე ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს

12:28 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019
ფოტო: რადიო „თავისუფლება“ ფოტო: რადიო „თავისუფლება“

სოფელ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცახადა, ცენტრალური ხელისუფლება ადგილზე ვითარებას 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს.

„პროცესში ჩართულები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზიც“, - განცახდა ირაკლი ანთაძემ.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას მოითხოვს. მიუხედავად ამ მოთხოვნისა, საგუშაგო ადგილზე რჩება და ქართული მხარე მის აღებას ან გადატანას არ განიხილავს. საპასუხოდ, ცხინვალის რეჟიმმა ჩორჩანას მიმდებარე ოკუპირებულ სოფელ წნელისში სხვადასხვა დანიშნულების რაზმები და ე.წ. სასაზღვრო პოსტი განათავსა, ასევე, 5 სექტემბერს ე.წ. სახელმწიფო სიმბოლიკაც აღმართა. საკითხი 30 აგვისტოს და 2 სექტემბერს გამართულ ტექნიკურ შეხვედრებზე განიხილეს. ქართული მხარის განცხადებით, არსებობს შეთანხმება, არ გადაიდგას ნაბიჯები ვითარების ესკალაციისკენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]