გამოძიების მტკიცებით, დანაშაულში მხილებული პირები, რომელთა საქმიანობასაც მძღოლთა პროფესიული მომზადება-გადამზადება წამოადგენდა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მომზადების სასწავლო პროგრამის ყალბ მოწმობებს, აღნიშნული პროგრამის გავლის გარეშე გასცემდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.