weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გახარიას და მის მთავრობას პარლამენტში 20 ივნისის აქციის დაშლის ამსახველი ვიდეო უჩვენეს

12:54 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას და მის მიერ წარმოდგენილ მთავრობას „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე 20 ივნისის აქციის დაშლის შესახებ შექმნილი ვიდეო „გამოდი გარეთ!“ უჩვენეს.

„ჩვენი შეკითხვა გვინდა დავიწყოთ ვიდეო შეკითხვით, რომელსაც თქვენ იხილავთ ეკრანზე და პასუხს ამ მწვავე შეკითხვაზე მოითხოვს დღეს ხალხი. მოითხოვს მთელი ქვეყანა. საზოგადოებას აინტერესებს რატომ და ვინ არის დამნაშავე“, - განაცხადა დეპუტატმა რომან გოცირიძემ სხდომის წაყვანისას.

Moku T-ს მუსიკა „გამოდი გარეთ!“ 20 ივნისის აქციის დაშლის ამსახველი კადრებითაა შექმნილი, ხოლო ტექსტში ისმის „როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია“.

20 ივნისს, რუსეთის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია. დეპუტატის საქციელს თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მოჰყვა.

20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]