weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი გახარიას არ მოუსმინა და ფრაქციის სხდომა შეწყვიტა

13:24 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფრაქციის სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას და მის მიერ წარმოდგენილ მთავრობას უსმენდნენ, შეწყვიტა.

სხდომის შეწყვეტა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მოითხოვა. სხდომის წამყვანმა რომან გოცირიძემ კი განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი არღვევს რეგლამენტს და შენობაში არ უშვებს იმ ადამიანებს, ვისაც საშვი აქვს.

„დღეს მტკიცდება „გავრილოვის მთავრობა“. პარლამენტის ადმინისტრაცია იმდენს ბედავს, რომ არ უშვებს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ყველა უფლება, მათ შორის მორალური, იყვნენ ამ დარბაზში და შეახსენონ იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც ამ ხელისუფლებამ და პირადად თქვენ [მიმართავს გიორგი გახარიას] ჩაიდინეთ. ამიტომ ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად თქვენი გამოსვლის მოსმენა ასეთ პირობებში და ვწყვეტთ სხდომას“,

განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მოქალაქეების, მათ შორის 20 ივნისის აქციის დარბევის დროს დაშავებული მაკო გომურის შეშვებას ითხოვდა.

მანამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას და მის მიერ წარმოდგენილ მთავრობას „ნაციონალურმა მოძრაობამ" 20 ივნისის აქციის დაშლის შესახებ გადაღებული ვიდეო „გამოდი გარეთ!“ უჩვენა. Moku T-ს მუსიკა „გამოდი გარეთ!“ 20 ივნისის აქციის დაშლის ამსახველი კადრებითაა შექმნილი, ხოლო ტექსტში ისმის „როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია“.

20 ივნისს რუსეთის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია. დეპუტატის საქციელს თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მოჰყვა.

20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]