მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად დღეს „ტვ 25“-მა გაავრცელა. მათი ცნობით, შემთხვევა სანაპირო ზოლში სასტუმროს მშენებლობისას მოხდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.