„ჩვენ ყოველთვის უნდა მივისწრაფოდეთ წინ, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, იქნება ეს აწუნთის უღელტეხილით შატილში გადასვლა თუ ჩვენი დემოკრატიების სიმტკიცისა და ენერგიულობის შენარჩუნება. „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ელიზაბეთ რუდის ეს განცხადება აშშ-ის საელჩომ ფეისბუქზე გაავრცელა. დიპლომატი საქართველოში მოგზაურობისკენ მოწოდებით გამოდის.