weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე

16:24 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019

ფინკა ბანკის საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მსმენელთა მიღება 4 სექტემბრიდან განახლდა. პროგრამა 3თვიანია. მონაწილეები შეისწავლიან არა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტების მახასიათებლებს, არამედ ისეთ თემებს, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ტექნიკები, მომსახურების სტანდარტი და კომუნიკაციის უნარები. პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის მთავარი ნაწილია.

სწავლების პროცესში პროგრამის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია 200 ლარი და ასევე ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.

“ფინკა ბანკი სწავლის და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს მათ, ვისაც სურს კარიერა დაიწყოს ან გააგრძელოს საბანკო სფეროში. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მოტივირებულები არიან ისწავლონ და განვითარდნენ. სწავლების პროცესი ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში მიმდინარეობს, საქართველოს 30 ქალაქში. პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და ჩვენი მსმენელების 70% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პარალელურად მსმენელები იღებენსტიპენდიას 200 ლარის ოდენობით და აქვთ საშუალება იმისა, რომ დამატებით გამოიმუშაონ ბონუსი“, ამბობს ლელა თოფურია, ფინკა ბანკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი.

საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 4 სექტემბერს განახლდა და 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე, კარიერის განყოფილებაში www.FINCA.ge ასევე, ფინკა ბანკის ფილიალებში.

[R] ფინკა ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]