weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი გახარიას მთავრობის დამტკიცების დროს პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს

12:07 კვირა, 08 სექტემბერი 2019

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, ცხვრები მიიყვანეს. ფოტოები აქციის მონაწილეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

„მიგვაჩნია, რომ როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები რაიმე გადაწყვეტილებას აძლევენ ხმას, არ აქვთ შეწინააღმდეგების უნარი. აქედან გამომდინარე, ისინი გვანან ცხვრის ფარას, რომელსაც მწყემსი მწყემსავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან განსხვავებით, ეს ცხვრები არაფერს აშავებენ, თუნდაც ახლა, როდესაც არიან შიგნით და გიორგი გახარიას გაპრემიერებას მხარს უჭერენ“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ გეგუჩაძემ.

საქართველოს პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. გახარიამ მომავალი მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რის შემდეგაც დეპუტატებმა მას შეკითხვები დაუსვეს.

სხდომას არ ესწრება ფრაქცია „ევროპული საქართველო“. პარლამენტში იმყოფებიან ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრები, თუმცა ისინი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებენ.

მამუკა ბახტაძემ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წლის ივნისიდან იყო, 2 სექტემბერს გადაგომის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა, რასაც პარტიის პოლიტსაბჭომ დაუჭირა მხარი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნდობის გამოცხადებისთვის პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ წარუდგინა. გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური წარუდგინა, ხოლო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად - ირაკლი ღარიბაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]