weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ილია II ოჯახის ფასეულობათა წლის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა

16:34 კვირა, 08 სექტემბერი 2019

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გამოდის ინციატივით, რომ საქართველოში ოჯახის ფასეულობათა წელი გამოცხადდეს. როგორც პატრიარქმა დღევანდელი ქადაგების დროს აღნიშნა, უნგრეთს ასეთ წლად 2020 აქვს გამოცხადებული.

„თქვენ იცით, ამ დღეებში ჩვენთან ჩამოსული იყო უნგრეთის პრეზიდენტი და მას აქვს გამოცხადებული 2020 წელი ოჯახის ფასეულობათა წლად. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამის შესახებ.

მე არაერთხელ გაგახსენეთ თქვენ, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა: დამლოცე, დედაო; დამლოცე, მამაო.

ბიბლიაში წერია: „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“. ამას შეგახსენებთ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოთ, გახარებული იყოთ; ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი ოჯახი მოგცეთ ღმერთმა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]