weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თემქაზე ქალის მკვლელობის ბრალდებით შსს-მ მისი მაზლი დააკავა

11:38 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

თბილისში, თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 57 წლის კაცი დააკავა. ბრალდებული მოკლული ქალის მაზლია.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა 5 სექტემბერს ურთიერთშელაპარაკების დროს, მისი ძმის ცოლი, 62 წლის ქალი, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი, ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]