weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტმა ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერის თანამდებობიდან გაათავისუფლა

13:28 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესსპიკერის თანამდებობიდან ხატია მოისწრაფიშვილი გაათავისუფლა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მოისწრაფიშვილი კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებს მუშაობას.

ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლების საფუძველს ადმინისტრაციაში არ ასახელებენ, თავად ყოფილი პრესსპიკერი კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

დაუდასტურებული ინფორმაციით, ხატია მოისწრაფიშვილს თანამდებობა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძის მხარდამჭერი ფეისბუქ-პოსტის გამო დაატოვებინეს.

„სირცხვილია პრეზიდენტის პრესსპიკერს, სამსახურიდან წასვლა აიძულო იმის გამო, რომ კრიტიკული ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა“, – წერს სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძე.

ხატია მოისწრაფიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად 2018 წლის 31 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პრეზიდენტის ახალი პრესსპიკერი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]