weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

15:00 კვირა, 23 ივლისი 2017

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია დასრულდა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებზე გადის და ერთმანეთთან 15-მდე სოფელს აკავშირებს.

ეს სოფლებია - ზარიძეები, ზემო ბუჭვინტა, ვერხველი, ზემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიანთგორი, ლახატო, საკრეჭიო, ქვემო შარახევი, ხოფცა, ჯოჯეთი, ფუძნარი და ბოდავი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, ხოლო წყლის აცილების სისტემა მწყობრიდან იყო გამოსული.

მათივე ცნობით, პროექტის შესაბამისად გაკეთდა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ორი სახიდე გადასასვლელი, რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები, საყრდენი კედლები და გაბიონები. ასევე, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და საგზაო ნიშნები.

პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 21 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]