არტილერისტები ერთთვიან საბანაკე შეკრებას ზღვის სანაპიროსა და მთიან მიდამოებში გაივლიან. წებელდისა და ნაგვალოუს პოლიგონებზე სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება სროლასა და ცეცხლის მართვაში ვარჯიშს დაეთმობა. სულ რუსი არტილერისტები პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკისა და ნაგებობების განადგურებაში 200 საცეცხლე ამოცანას შეასრულებენ. წვრთნებისას აქტიურად იქნება გამოყენებული სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები.
ერთთვიან სწავლებაში ჩართული იქნება 500 სამხედრო მოსამსახურე, 100 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო დანადგარი „აკაცია“ და ცეცხლის რეაქტიული სისტემები „გრადი“.