weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მამას, რომელიც შვილს ჯაჭვით აბამდა და აწამებდა, 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

14:27 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წამებაში ბრალდებულ მამას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში, ბ.ი.-მ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობა განახორციელა და ფეხისა და ხელის არეში ჯოხი დაარტყა. ასევე, დადგინდა, რომ 12 მაისს, ბ.ი.-მ, წინააღმდეგობის გაწევისა და თხოვნის მიუხედავად, შვილი ვაზის ტალავერის ქვეშ განთავსებულ ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა, რომლის დაბოლოებაც ტალავერზე დაამაგრა. მამა ამგვარ ქმედებას შვილის მიმართ პერიოდულად, 12 და 13 მაისს ახორციელებდა, ვიდრე ადგილზე, სოციალური სამსახურის თანამშრომლები შემთხვევით არ მივიდნენ. 

სამართალდამცველებმა ბ.ი. 13 მაისს, თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 111,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარედგინა. შვილის წამებაში ბრალდებულ მამას აღკვეთის ღონისძიების სახით ამ დრომდე წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]