weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანა ნაცვლიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული მოძრაობის სპიკერი იქნება

14:49 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

მამუკა ხაზარაძის მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება. ამის შესახებ ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა. მოძრაობის დაფუძნებას ხაზარაძე სექტემბერში აპირებს.

„დღეს მხოლოდ ერთ ადამიანს დავასახელებთ. ეს იქნება ანა ნაცვლიშვილი, რომელიც ჩვენი მოძრაობის სპიკერად დაინიშნა. დანარჩენს გაიგებთ უახლოეს დღეებში“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სწორედ მამუკა ხაძარაძი მოძრაობაში ხედავს რეალურ ძალას და რესურსს, შეცდომების და დანაშაულების მოჯადოვებული წრე მოიშალოს და თვისობრივად ახალი რეალობა შეიქმნას.

„ყოველი დღე, რომელიც იკარგება არა წინსვლაში, განვითარებასა და გაძლიერებაში, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაში, დაპირებების მოსმენაში, რომლებიც არ სრულდება, ყოველი დღე, რომელიც მოქალაქეებს სიღარიბესა და უიმედობაში ტოვებს, არამარტო ჩვენი არამედ ჩვენი შვილების ხარჯზე, მათი ჯანმრთელობის, სიცოცხლის და მომავლის ხარჯზე დაკარგული დროა. დღეს უამრავი ახალგაზრდა ფიქრობს, როგორ დატოვოს ეს ქვეყანა, რადგან ვერ ხედავს საკუთარი ნიჭის და უნარის აქ რეალიზების შესაძლებლობას. მე როგორც დედას, როგორც მოქალაქეს, ამ ყველაფერთან შეგუების უფლება არ მაქვს, ამიტომ მოგმართავთ თქვენც - ძალების გაერთიანების დროა!“,- წერს ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი საპარლამენტო მდივანი იყო და ამ პოზიციაზე ერთი წლის მანძილზე იმუშავა. თანამდებობა ნაცვლიშვილმა გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მალევე დატოვა. 2014 წლიდან 2017 წლის დეკემბრამდე კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო.

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის ივნისში განაცხადა საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების შესახებ, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება, მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება. როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობდა, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. მისი შეფასებით, სახეზეა საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი.

მამუკა ხაზარაძესა და „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთ დამფუძნებელს, ბადრი ჯაფარიძეს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, 26 ივლისს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]