weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უზენაესმა სასამართლომ 9 ახალი ავტომანქანა გოგი თოფაძის შვილის კომპანიისგან იყიდა

16:18 კვირა, 23 ივლისი 2017

საქართველოს უზენაესი სასამართლომ 9 ახალი ავტომანქანა იყიდა, რაშიც 216 000 ლარი დაიხარჯა. ავტომანქანების შესყიდვა განხორციელდა კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“-სგან, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ყოფილი პარლამენტარის - გოგი თოფაძის შვილი ირაკლი თოფაძეა.

2017 წლის ივლისში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ HYUNDAI ELANTRA-ს მოდელის ცხრა მსუბუქი ავტომანქანა შეისყიდა. ტენდერის პირობების თანახმად, ყველა ავტომანქანა უნდა ყოფილიყო ექსპლუატაციაში არმყოფი, 2016 წელს ან უფრო გვიან გამოშვებული. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 427 000 ლარი გამოიყო, თუმცა საბოლოოდ მათი ყიდვა 216 000 ლარის საფასურად განხორციელდა. 

ელექტრონულ ტენდერში, სადაც ხუთი კომპანია მონაწილეობდა, სააქციო საზოგადოება „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ (ს/კ - 204478948) გაიმარჯვა, რომელთანაც შესყიდვის ხელშეკრულება 2017 წლის 6 ივლისს გაფორმდა, ავტომანქანები კი უზენაეს სასამართლოს სამი სამუშაო დღის ვადაში მიაწოდეს.

იმავე კომპანიისგან 2017 წლის მაისში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეისყიდა „ჰონდას“ მოდელის 1 ცალი მაღალი გამავლობის ახალი „ჯიპი“, რაშიც 55 500 ლარი იქნა გადახდილი.

როგორც ირკვევა, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ცნობილი ბიზნესმენისა და ყოფილი პარლამენტარის გოგი თოფაძის შვილი - ასევე ბიზნესმენი ირაკლი თოფაძე, რომელიც კიდევ არაერთი მსხვილი კომპანიის დირექტორი და მეწილეა (შპს „თოფაძე და კომპანია“, შპს „ყაზბეგი 1881“, შპს „ყაზბეგი ლიმონათი“, შპს „თრიალეთი“, შპს „თრუსო“ და სხვა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]