weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოკუპირებულ ახალგორში შესვლა შესაძლოა აღარ განახლდეს

19:30 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. შესასვლელ პუნქტზე გადაადგილება კვლავ შეწყვეტილია. როგორც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმარეგინფოს“ უთხრეს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადაადგილება აღარ აღდგეს.

მათი ინფორმაციით, დე ფაქტო გამგეობაში მოქალაქეებს განუცხადეს, რომ სავარაუდოდ ერთ თვეში რაიონიდან გასვლის მსურველთა სია შედეგება. იმ შემთხვევაში თუ მათ რაიონის დატოვება სურთ, სიას უნდა დაელოდონ. ასევე მათ უთხრეს, რომ გადაადგილება შესაძლოა აღარც განახლდეს. ადგილობრივების ცნობითვე, ე.წ. გამშვებ პუნქტთან აღარ დგანან რუსი მესაზღვრეები.

ოკუპირებულ ახალგორში შესასვლელი პუნქტი 2 სექტემბერს ჩაიკეტა. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ პუნქტის ჩაკეტვა სწავლის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებებს უკავშირდებოდა და მიმოსვლა ორ დღეში აღდგებოდა. ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვას წინ უძღოდა სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს შესახებ ქართულ და ოსურ მხარეს შორის დაპირისპირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]