„ჩვენ ვიწყებთ ახალი, სუფთა ფურცლიდან. ჩვენ დავბრუნდით იმისთვის, რომ თქვენთან ერთად შევქმნათ ცენზურისა და ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი ტელევიზია.
დავბრუნდით იგივე შეუპოვრობით, იგივე შემართებით გუნდი, რომელსაც ენდობით და რომელიც არცერთი წუთით არ დანებებულა. ამ გუნდისთვის მთავარი ხართ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვინც ქმნით ამ ქვეყნის აწმყოს და მომავალს, ქვეყნის, რომელიც არა რუსეთის, არამედ ევროპის ნაწილია. ჩვენ ერთად მოვიგებთ მთავარ ბრძოლას - ბრძოლას თავსუფლებისთვის. ყველაფერი ახლიდან იწყება აქ, ახალ სივრცეში „მთავარ არხზე“, თქვენთვის და თქვენთან ერთად“, – განაცხადა დიანა ჯოჯუამ გადაცემის დასაწყისში.
„მთავარის“ შემდეგ ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუ გავა, რომელსაც ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე წაიყვანენ.
„მაგთის“ ტელევიზიაში „მთავარი არხის“ პოვნა შესაძლებელია 55-ე ღილაკზე; მაგთისატი – 112-ე ღილაკი; სილქნეტი – 281-ე ღილაკი; სახლის ანტენა (მეორე მუქსი) – 23-ე ღილაკი. სხვა ოპერატორების აბონენტებმა „მთავარი არხის“ სიგნალის მოსაძებნად უნდა მიმართონ თავიანთ ოპერატორს.