გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში განთავსებული სამი საწარმო ფალსიფიცირებულ ხორცის ნახევარფაბრიკატებს და თევზს აწარმოებდა, რომელთა შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.