weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

4 ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებულ 85 წლის კაცს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

12:20 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019

85 წლის კაცს, რომელიც შვილის, რძილს და ორი მეზობლის მკვლელობისთვის დააკავეს, თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, 2000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. სასამართლოში „რეგინფოს“ უთხრეს რომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე პროკურატურას შუამდგომლობით არ მიუმართავს და სასამართლომ თავისი ინიციატივით იმსჯელა.

ომარ გამყრელიძე შვილის, რძალის და მეზობელი დედა-შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 3 მაისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად ოთხ ადამიანს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.

გამყრელიძის წინააღმდეგ გამოძიება თავდაპირველად ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, თუმცა 24 ივლისს პროკურატურამ ბრალი შეცვალა. დღეს ომარ გამყრელიძეს მკვლელობის ნაცვლად, მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.

საქმეზე დაკავებულია ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც. გამოძიება დაკავებულს ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა-ტარებას ედავება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]