weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან წყალი დანაყა

12:51 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019

პარტია თავისუფალი საქართველოსთანათავჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან წყალი დანაყა. „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, წულაიამ ქუთაისის მერიის მიერ ჭიათურის მერიისთვის ავტომობილის ჩუქება გააპროტესტა და წყლის ნაყვას შეადარა ხელისუფლებასთან საუბარი.

„სწორედ ამას ემსახურება ეს სანახაობა. წინა ხელისუფლებამ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში გააკეთა გორგოლაჭების მოედანი, რომელიც 400 000 ლარი ღირდა, მერე მოხსნეს და ზესტაფონს აჩუქეს. ახლა სად არის ეს მოედანი არავინ იცის. ასე გააჩუქეს ჭიათურაში ჯიპები. მათ გონიათ თავიანთი ქონებაა და როგორც უნდათ, ისე იყენებენ. იმ ფონზე, რაც ქუთაისში სიღარიბე და გაჭირვებაა ჯიპის ყიდვა და გაჩუქება ზედმეტია, მინდა მივმართო ბიძინას - რა დაგიშავა ქუთაისმა, რომ თავზე დაგვასვი უფუნქციო ადამიანი?“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისის მერიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას „ტოიოტა პრადო“ უვადო სარგებლობის უფლებით გადასცა. როგორც მათ განმარტეს, ჭიათურის მერიამ ავტომობილი მაღალმთიან სოფლებში გადაადგილებისთვის ითხოვა. ამის პარალელურად, ქუთაისის მერია ორ ჯიპს ყიდულობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტში 62 000 ლარია გათვალისწინებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]