weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აშშ-სთან პირდაპირ ფრენებზე 2 ამერიკულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები იწყება

13:08 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით პირდაპირი ფრენების დასაწყებად საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს იწყებს.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ში ვიზიტით იმყოფება და იგი ამერიკული კომპანიების - Delta Air Lines-ის და United Airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდება. უწყების ცნობით, მინისტრი მათ საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, პირდაპირი ფრენების დაწყება, ერთი მხრივ, პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი იქნება აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე,  ხოლო მეორე მხრივ, ეს იქნება კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის.

ვიზიტის ორგანიზებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო მონაწილეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]