weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დევიდ გარეტის კონცერტამდე სტუმრებს საშუალება ექნებათ C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარონ

13:19 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019

ჯანდაცვის სამინისტრო და კულტურის პალატა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის საფუძველზეც კულტურის პალატის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, C ჰეპატიტის პროგრამის პოპულარიზაცია მოხდება.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პირველი ერთობლივი აქტივობა 13 სექტემბერს, დევიდ გარეტის კონცერტზე განხორციელდება. იქ მისულ სტუმრებს, კონცეტრის დაწყებამდე საშუალება ექნებათ ჩაიტარონ სკრინინგი C ჰეპატიტზე.

C ჰეპატიტის პროგრამის მიზანი საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენციაა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით სულ დასკრინინგებულია 1 700 000 მოქალაქე. მკურნალობის კურსი 60 000-მდე ადამიანმა დაასრულა, განკურნების მაჩვენებელი კი 98.2%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]