weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კალაძე მიიჩნევს, რომ „დოიჩე ველეს“ სტატია გახარიაზე შეკვეთილია

14:22 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გერმანულ მედიაში „დოჩე ველე“ გამოქვეყნებული სტატია სათაურით „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ დაუჭირა მხარი“, შეკვეთილია.

„ეს იყო შეკვეთილი სტატია. ეს აშკარა არის, იკვეთება იმ შინაარსისგან, რაც იყო მოწოდებული. თუმცა, შემდეგ მოხდა მათი მხრიდან განმარტებები. ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები. ეს პირველი არაა და ალბათ არც უკანასკნელი იქნება“,- განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და არ დაუკონკრეტებია, ვისი შეკვეთით დაიწერა სტატია.

გერმანულენოვანმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველე“ ონლაინ პლათფორმაზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ დაუჭირა მხარი. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ოპოზიცია გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცს“ უწოდებს, თუმცა მასალის პირვანდელ ვერსიაში ოპოზიცია ნახსენები არ ყოფილა.

სტატიაში მოკლედ არის მიმოხილული საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის 20 ივნისის ღამე, როდესაც პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები ძალადობრივად დაშალეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]