weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ირმა ინაშვილის მისვლას თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ხმაური მოჰყვა

15:13 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019
ფოტო :საზოგადოებრივი მაუწყებელი ფოტო :საზოგადოებრივი მაუწყებელი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ხმაურით მივიდა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია მეორე დღეა მიმდინარეობს. პანელურ დისკუსიებში წამყვანი დიპლომატები მონაწილეობენ, მათ შორის ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი.

ირმა ინაშვილი კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა. მის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. როგორც ინაშვილი ამბობს, მან კონფერენციის ორგანიზატორებს მოხსენებისთვის დროის გამოყოფა სთხოვა, რათა პასუხი გაეცა იმ განცხადებებზე, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ კონფერენციაზე გუშინ გაკეთდა.

„ხომ არ შეიძლება მხოლოდ შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება პასუხი გასცე. ბოკერია, რომელიც ჩვენზე გუშინ უამრავ ცილისწამებას ავრცელებდა, არის მწამებელი. მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი“, - ამბობდა ინაშვილი.

გამოწვეული ხმაურის ფონზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ინაშვილს და მედიას შენობის დატოვება მოთხოვა.

„ასეთი ტყუილის გამო პასუხს აგებ შენ“- ამ სიტყვებით მიმართა ინაშვილმა კრამერს, რომელიც თავის მხრივ ამბობდა, რომ არ იცოდა ვინ იყო ინაშვილი.

კონფერენცია ამ დროისთვის მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, მას ირმა ინაშვილიც ესწრება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]