ირმა ინაშვილი კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა. მის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. როგორც ინაშვილი ამბობს, მან კონფერენციის ორგანიზატორებს მოხსენებისთვის დროის გამოყოფა სთხოვა, რათა პასუხი გაეცა იმ განცხადებებზე, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ კონფერენციაზე გუშინ გაკეთდა.
„ხომ არ შეიძლება მხოლოდ შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება პასუხი გასცე. ბოკერია, რომელიც ჩვენზე გუშინ უამრავ ცილისწამებას ავრცელებდა, არის მწამებელი. მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი“, - ამბობდა ინაშვილი.
გამოწვეული ხმაურის ფონზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ინაშვილს და მედიას შენობის დატოვება მოთხოვა.
„ასეთი ტყუილის გამო პასუხს აგებ შენ“- ამ სიტყვებით მიმართა ინაშვილმა კრამერს, რომელიც თავის მხრივ ამბობდა, რომ არ იცოდა ვინ იყო ინაშვილი.
კონფერენცია ამ დროისთვის მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, მას ირმა ინაშვილიც ესწრება.