weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქარელში 27 წლის სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ

16:21 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019

ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ ხეობაში 27 წლის სამხედრო მოსამსახურეს, ლაშა ჩოჩიშვილს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დათხოვნაში იმყოფებოდა, თუმცა არც ოჯახში მისულა და არც სამხედრო ნაწილში დაბრუნებულა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კაპრალი ჩოჩიშვილი თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეა. მოკლევადიანი დათხოვნიდან სამსახურში ის 2 სექტემბერს უნდა გამოცხადებულიყო.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამხედრო ნაწილში ან სამსახურში გამოუცხადებლობას გულისხმობს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ოჯახის მიმართვის საფუძველზე, ლაშა ჩოჩიშვილი ასევე იძებნება შსს-ს ქარელის რაიონული სამმართველოს მიერ, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]