weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საოკუპაციო ძალები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებენ - სუს

19:54 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019
ფოტო: ანტისაოკუპაციო მოძრაობა ფოტო: ანტისაოკუპაციო მოძრაობა

ცხინვალის საოკუპაციო ძალები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ. ამის შესახებ „რეგინფოს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

„საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ ორ ლოკაციაზე. ხოლო ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. „საგუშაგო“. აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა დღეს გაავრცელეს ფოტო და ვიდეომასალა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტყეში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საგუშაგოს მშენებლობის შესახებ. მათი ინფორმაციით, აღნიშნული საგუშაგო მოქცეულია ქართული სოფლების - ჩორჩანის, წაღვლის და ყობის თავზე, ტყის მასივში, გზა კი ოკუპირებული წნელისიდან გაიყვანეს.

ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 5 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ჯგუფმა სოფელ წნელისის დასავლეთით, ე.წ. საზღვარზე, ქართული პოლიციის საგუშაგოს თავზე სიმაღლე დაიკავა და სასაზღვრო ნიშანთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა აღმართა.

სიტუაცია საოკუპაციო ხაზთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტი არ აიღო. მხარეებს შორის ორი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ ესკალაციისკენ ნაბიჯები არ გადაიდგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]