weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცხინვალის რეჟიმი საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნას გეგმავს

20:48 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019
სოფელი წნელისი. ფოტო: სააგენტო „რესი“ სოფელი წნელისი. ფოტო: სააგენტო „რესი“

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საკუთარი სამხედრო სტრუქტურის შექმნას გეგმავს. როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, ოკუპირებულ სოფელ წნელისთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საკითხი დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე განიხილეს.

პარტია „ნიხასის“ წარმომადგენელმა, ე.წ. დეპუტატმა დავიდ სანაკოევმა აღნიშნა, რომ ე.წ. საზღვარზე სიტუაციის გათვალისწინებით სწორედ ეს საკითხი საჭიროებს ყურადღებას.

„აუცილებელია საკუთარი სამხედრო ქვედანაყოფების, ძალებისა და საშუალებების შექმნა, რუსეთის ფედერაციის მსგავსად, რომლებიც დაგვეხმარებიან, მსგავსი სიტუაციები დავარეგულიროთ და თავი გავართვათ. როცა ამგვარი საფრთხე ჩნდება, პირველად ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, უნდა იმოქმედონ ჩვენმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა“, - განაცხადა სანაკოევმა.

დე ფაქტო პარლამენტის თავმდჯომარის ალან თადთაევის განცხადებით კი, მას ახალგაზრდების ჯგუფმა მიმართა, რომლებმაც პირველივე დაძახებისას დახმარებისთვის მზადყოფნა გამოხატეს. ე.წ. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე დისკუსიის გაგრძელებას ე.წ. საპრლამენტო ჯგუფის მუშაობისას აპირებენ, რომელიც ახლო მომავალში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის საკითხებთან დაკავშირებით შეიქმნება. 

სიტუაცია საოკუპაციო ხაზთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტი არ აიღო. მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე, ოკუპირებულ სოფელ წნელისში ე.წ. სასაზღვრო პოსტის გახსნის შესახებ განაცხადა, ქართული პოლიციის საგუშაგოს თავზე სიმაღლე დაიკავა და სასაზღვრო ნიშანთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა აღმართა. მხარეებს შორის ორი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ ესკალაციისკენ ნაბიჯები არ გადაიდგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]