weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახი დასრულებულ ბინებს მიიღებს – კალაძე

11:24 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახი დასრულებულ ბინებს მიიღებს. საცხოვრებელი სახლების მშენებლობას კომპანია „m2“ გააგრძელებს.

„თბილისის მერიისა და კომპანია „m2“-ის, ასევე საინიციატივო ჯგუფის, ვინც მუშაობდა ამ საკითხზე, აქტიური მუშაობით ეს პრობლემა მოგვარებულია. 2500-მდე დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია“, – განაცხადა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მშენებლობების დასრულების მიზნით „m2“-ი გადაიბარებს კომპანია „სვეტის“ სამ შეჩერებულ პროექტს, რომლებიც თბილისში, შემდეგ მისამართებზე მდებარეობენ: მირცხულავას ქუჩის N9-11, ნუცუბიძის ქუჩის N125ა, ჭყონდიდელის ქუჩის N22.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]