ისტორიკოსი მალხაზ ცირეკიძე 1956 წელს ქუთაისში დაიბადა. 1974-1978 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა. 1978 წლიდან მან ამავე დაწესებულებაში გააგრძელა მუშაობა და ბოლო დრომდე სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, 2006-2014 წლებში ის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი იყო, 2014-2016 წლებში კი აკადემიური საბჭოს წევრი. 2016 წელიდან მალხაზ ცირეკიძე ისტორიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო