weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

20-მდე სკოლაში შესაძლოა სწავლის დაწყება ორი კვირით გადაიდოს

13:49 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019

საქართველოს 20-მდე საჯარო სკოლაში შესაძლოა, სწავლის დაწყების თარიღმა ორი კვირით გადაიწიოს. როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, ამის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელთა დასრულებაც 16 სექტემბრამდე ვერ ესწრება. სამინისტროს ასეთი სკოლების საბოლოო სია ჯერჯერობით არ აქვს.

„მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა, მხოლოდ ორი კვირით გადაიწიოს. ასეთ სკოლებში გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით, შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს იწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]