weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სულ ასეთი გაფარჩაკებული იქნები - კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილს

14:19 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019

სულ ასეთი გაფარჩაკებული იქნები - ამ სიტყვებით თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძროაბის“ თბილისის საკრებულოს წევრს ლევან ხაბეიშვილს მიმართა.

„შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს. სანამ ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს, მანამდე ვერ შემოხვალთ მთავრობის სხდომაზე. იქნები სულ ასეთი გაფარჩაკებული“, - უთხრა კალაძემ ხაბეიშვილს, რომელმაც თავის მხრივ მერს კორუმპირებული და „ბიუჯეტის წურბელა“ უწოდა.

ხაბეიშვილსა და კალაძეს შორის კამათი მთავრობის სხდომათა დარბაზისთვის შესაძენ სკამებს მოჰყვა. როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, კალაძე იმ დარბაზს არემონტებს, სადაც თბილისის მთავრობის სხდომები იმართება.

„153 000 ლარს ხარჯავს ბიუჯეტიდან, თან შეიკვეთა გორგოლაჭებიანი სკამები, თურმე ტყავის უნდა იყოს, გადაზნექილი უნდა იყოს, რომ კარგად ჩაჯდეს. ეს კითხვები მქონდა, 153 000 ლარს რომ ხარჯავს, თბილისელების ფულს, ადეკვატურია? ჩვენმა მაყურებელმა განსაჯოს, რამდენი წელი უნდა იმუშაოს ადამიანმა, რომ ეს ანაზღაურება მიიღოს? საკუთარი ფუფუნების გარდა, დივანის და „კრესლოს“ გარდა... „მებელის“ ყიდვას აპირებს 153 000 ლარად, მის ენაზე რომ ვთქვათ? დავუსვით კითხვები და ბოლოს ფარჩაკო გვეძახა, ჩემო თბილისელებო, ვინც სხვაგვარად ფიქრობთ, დედაქალაქის მერი გეძახით ფარჩაკებს, რეალობაში ყველაზე დიდი ფარჩაკი და მშიშარა არის ქალაქის მერი“, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]