weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თქვენი ცხოვრება სამშობლოს სამსახურის მაგალითია - ანატოლი ბიბილოვი ბაშარ ასადს

14:42 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019
ფოტო: სააგენტო „რესი“ ფოტო: სააგენტო „რესი“

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს დაბადების დღეს ულოცავს და სირიისა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ახალ მიღწევებს უსურვებს. ბიბილოვის მილოცვას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„თქვენი ცხოვრება სამშობლოს სამსახურის მაგალითია. მთელს თქვენს ენერგიას გეოპოლიტიკურ სივრცეში სახელმწიფო ინტერესების დაცვას, სულიერებისა და სირიის ყველა მოქალაქის სოციალური სტაბილურობის განვითარებას ახმართ. სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე თქვენი მუშაობის წლებში მოხდა ჭეშმარიტად ისტორიული ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია მსოფლიოში სირიის როლის მნიშვნელოვან განმტკიცებასთან, სირიის სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების გაზრდასთან, ეკონომიკის განვითარებასთან და მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებასთან“, - მიმართავს ბიბილოვი ასადს.

იგი სირიის პრეზიდენტს წარმატებებს, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, თანამოაზრეების გარემოცვას და პირად ბედნიერებას უსურვებს.  დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, სირიის რესპუბლიკა საკუთარი გადაწყვეტილებების ერთგული რჩება და სამხრეთ ოსეთი მას სანდო პარტნიორად განიხილავს.  

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა.

ბაშარ ალ-ასადის ოჯახი სირიას 1971 წლიდან მართავს. სირიაში 2011 წლიდან ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ერთგულ ძალებსა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. დაპირისპირების დასაწყისში აქციის მონაწილეებს, რომლებიც ბაშარ ალ-ასადის გადადგომას მოითხოვდნენ, სირიის არმიამ  ქვეყნის მასშტაბით ცეცხლი გაუხსნა. სირიის ხელისუფლება ძალაში რჩება რუსეთისა და ირანის სამხედრო მხარდაჭერით. გაეროს მონაცემებით, სამოქალაქო ომის დაწყებიდან დაახლოებით, 2 წელიწადში დაღუპულთა რაოდენობამ 120 000-ს მიაღწია. მილიონობით სირიელი გახდა იძულებით გადაადგილებული და ლტოლვილი. ასევე, მილიონობით ადამიანი რჩება მძიმე საცხოვრებელ პირობებში და განიცდის საკვებისა და წყლის მწვავე დეფიციტს. სირიაში ასევე დაფიქსირდა ქიმიური იარაღის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა, რამაც მძაფრი საერთაშორისო რეაქცია გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]