weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩორჩანასთან კვლავ რჩება საოკუპაციო ძალების პოსტი - ხაშურის მერის წარმომადგენელი

16:06 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019
ფოტო: სააგენტო „რესი“ ფოტო: სააგენტო „რესი“

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, წაღვლის ტყეში საოკუპაციო ძალების პოსტი კვლავ განთავსებულია. ამის შესახებ „რეგინფოს“ წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ვაჟა ლომიძემ განუცხადა.

„ეს პოსტი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, წაღვლის ტყეშია განთავსებული. გარკვევით ჩანს ყველაფერი - საოკუპციო ძალებმა მოაწყვეს პოსტი და თავადაც ადგილზე არიან. ადგილობრივები წაღვლის ტყეს იყენებენ, გადაადგილდებიან იქ და ამ ტერიტორიაზე პოსტის არსებობა, რა თქმა უნდა, მოსახლეობას პრობლემებს შეუქმნის“, - განაცხადა ვაჟა ლომიძემ.

უსაფრთხოების სამსახურმა 10 სექტემბერს დაადასტურა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ, ხოლო ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. „საგუშაგო“. სუს-ის განცხადებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები.

ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 5 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ჯგუფმა სოფელ წნელისის დასავლეთით, ე.წ. საზღვარზე, სოფელ ჩორჩანაში განთავსებული ქართული პოლიციის საგუშაგოს თავზე სიმაღლე დაიკავა და სასაზღვრო ნიშანთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა აღმართა.

სიტუაცია საოკუპაციო ხაზთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტი არ აიღო. მხარეებს შორის ორი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ ესკალაციისკენ ნაბიჯები არ გადაიდგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]