weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

23:44 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

სამუშაო ჯგუფი 10 დღე იმუშავებს, კანდიდატების ინდივიდუალურ მოსმენას კი 23 სექტემბრიდან დაიწყებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ამ პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, მაქსიმალური ჩართულობა, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი საზოგადოებრივ და ისტორიულ პროცესს - თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებას“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

სამუშაო ჯგუფში „ქართულ ოცნება“ წარმოდგენილი იქნება 7 წევრით. ესენი არიან ანრი ოხანაშვილი, ზაზა გაბუნია, რატი იონათამიშვილი, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ზოიძე.

სამუშაო ჯგუფში „ევროპული საქართველოსთვის“ სამი კვოტაა გათვალისწინებული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსისთვის“ თითო-თითო.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომუნიკაცია შედგა რამდენიმე დამოუკიდებელ დეპუტატთან და მათი კანდიდატურა ჯგუფს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

„ პროცესის მეტად გამჭვირვალობისთვის, „ადვოკატთა ასოციაციას“ მისი თავმჯდომარე, ხოლო „იურიდიული დახმარების სამსახურს“ სამსახურის ხელმძღვანელი წარმოადგენენ. ჯგუფის შემადგენლობაში ჩართული იქნებიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორი თითოეული კანდიდატის შესახებ ამუშავებს ინფორმაციას. როგორც ოხანაშვილმა განმარტა, რომ მას პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა სახალხო დამცველთან და შესთავაზა მას პროცესში ჩართულობა, თუმცა, მისივე განმარტებით, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, სახალხო დამცველი აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუკი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა და სამუშაო ჯგუფის ფორმატი იქნება არა ფორმალური შესაბამისობის, არამედ კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა, რაც კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმსაც გულისხმობს, „ევროპული საქართველო“ მიიღებს სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას, ხოლო თუ ამ ჯგუფის ფუნქციებში იქნება მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის დადგენა, მაშინ არც ის და არც მისი კოლეგები მონაწილეობას არ მიიღებენ ჯგუფის საქმიანობაში.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტის 20 კანდიდატი წარუდგინა. ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]