გამოძიების მტკიცებით, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში 41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა შემოიტანეს, რომელიც მოაქციეს საბაჟო სასაწყობო რეჟიმში და საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების გვერდის ავლით, შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლების გადახდის გარეშე, ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების გზით, საქართველოში მისი რეალიზაცია განახორციელეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.