weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მამუკა ხაძარაძის მოძრაობას „ლელო“ ერქმევა

12:30 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019

მამუკა ხაზარაძემ დღეს, 12 სექტემბერს ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა. ანაკლიაში შეკრებილებს ხაზარაძემ უთხრა, რომ მოძრაობაში ჰორიზონტალური მმართველობა იქნება და ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებზე არ იქნება დამოკიდებული მისი განვითარება.

„ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის გადასარჩენია“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა საზოგადოებრივი მოძრაობის დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ ნაწყვეტი წაიკითხა.

მამუკა ხაზარაძემ სიტყვა მის პარტნიორს, ასევე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს, ბადრი ჯაფარიძეს გადასცა.

„ახლა ლელოს გატანის დროა“, - მიმართა ჯაფარიძემ ანაკლიაში შეკრებილებს, რომლებმაც მოძრაობაში მათი ჩართულობა ხელმოწერით დაადასტურეს.

მამუკა ხაძარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გენერალურმა პროკურატურამ მასთან და ბადრი ჯაფარიძესთან სამართლებრივი დავა დაიწყო. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს 16 მილიონი ლარის ლეგალიზებას ედავება. სადავო ტრანზაქცია 11 წლის წინ განხორციელდა. თავად ხაძარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას „ანაკლიის პორტის“ მშენებლობას უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ ეს პორტის პროექტის შესაჩერებლად კეთდება. „თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია.

საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციისას მამუკა ხაზარაძემ ბევრი სიმბოლური დატვირთვის კომპონენტი გამოიყენა. საზოგადოებრივი მოძრაობის წარდგენის ადგილად ანაკლია შეარჩია, სახელწოდებად კი ლელო. „თიბისი ბანკი“ რაგბის კავშირის გენერალური სპონსორია. ლელოს დადება კი რაგბის თამაშის დროს გამარჯვებას ნიშნავს.

ჯერ-ჯერობით ცნობილია, რომ საზოგადოებრივ მოძრაობაში ცნობილ პოლიტიკოსებს ვერ ვიხილავთ. მოძრაობის სპიკერი კი ანა ნაცვლიშვილი იქნება. ნაცვლიშვილი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი საპარლამენტო მდივანი იყო, მანამდე კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გახლდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]