weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ისრაელში არალეგალურად მყოფ მოქალაქეებს საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება შეეძლებათ

11:30 ორშაბათი, 24 ივლისი 2017

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არალეგალურად იმყოფებიან, შესაძლებლობა ექნებათ სამშობლოში საკუთარი ნებით დაბრუნდნენ. ამის შესახებ ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურის და ისრაელში საქართველოს საელჩოს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არალეგალურად იმყოფებიან ან მოითხოვეს თავშესაფარი და სურთ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური, საქართველოს საელჩოსთან ერთად, აძლევს შესაძლებლობას ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში, რაშიც მათ დახმარებას გაუწევენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოქალაქეებს, ვინც ამ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაბრუნდებიან საქართველოში:

  • საქართველოში გასამგზავრებელ ავიაბილეთებს ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური აუნაზღაურებს;
  • ისრაელის სახელმწიფოში შესვლაზე შეზღუდვა დაუწესდებათ მხოლოდ ერთი წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ მათ შეეძლებათ კვლავ ეწვიონ ისრაელს როგორც ტურისტებi, შესაბამისი ვიზით ან „შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ ფარგლებში მიღებული სპეციალური სამუშაო ვიზით;
  • მიეცემათ შესაძლებლობა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაერთონ რეინტაგრაციის პროგრამებში;

საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა 24 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე განცხადებით უნდა მიმართონ ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურს შემდეგ მისამართზე: მიცვა კადეშის ქუჩა 64, ბნეი ბრაკი, ან ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ტელ: 036093206, ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]