weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კამპანიას #დაისვენესაქართველოში ჯეიმს აპატურაი შეუერთდა

15:17 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019

ნატო- გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი კამპანიას #დაისვენესაქართველოში შეუერთდა.

„ვიცი რომ საერთაშორისო კამპანია მიმდინარეობს, რომ გავატაროთ ზაფხული, შემოდგომა ან ზამთარი საქართველოში და სრულად ვუჭერ მხარს ამ კამპანიას. წლების წინ მე პირველად ჩამოვედი საქართველოში აღმოვაჩინე წარმოუდგენელი პეიზაჟები, საოცარი ხალხი, შესაძლებულია საუკეთესო საჭმელი, რაც კი ოდესმე გამისინჯავს და სტუმართმოყვარეობა, რომელიც საუკეთესოა. საქართველოში ფანტასტიკური ადამიანები ცხოვრობენ, ქვეყანას ყველაფერი აქვს, მთებიდან დაწყებული ტბებამდე. დიდი ისტორია. აქ არის ხელუხლებელი ბუნება, რომელიც სულ უფრო რთული საპოვნელია. აქ ყველაფერია, რაც ქვეყანაში უნდა იყოს. ამიტომ, ყველას გირჩევთ რომ თქვენი შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული და ზაფხული საქართველოში გაატაროთ“,- ამბობს აპატურაი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას. 

კამპანია #დაისვენესაქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისიდან საქართველოში დაწყებული საპროტესტო ტალღის ფონზე, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა.

თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა, რომელმაც ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის ადგილი დაიკავა. გავრილოვს ვიზიტის შეწყვეტა და ქვეყნის დატოვება მოუწია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]