რატი ბრეგაძე ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2012 -2015 წლებში კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2015-2016 წლებში ბრეგაძე განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, 2016 წელს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა.
თავდაცვის მინისტრის ახალმა მოადგილემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სწავლობდა ზაარლანდის უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი (სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი) და სამართლის დოქტორის ხარისხი (სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი).
რატი ბრეგაძე ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ამჟამად არის სრული პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტში.