weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაზვერვის უფროსი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

18:25 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი მოადგილედ პოლკოვნიკი დავით სუჯაშვილი დაინიშნა. ის ამ დრომდე საქართველოს დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და დაზვერვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დავით სუჯაშვილი 1999-2012 წლებში დაზვერვის სამსახურში მუშაობდა. 2012-2013 წლებში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. ამ პერიოდში იყო ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი.

მას შემდეგ რაც ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა სუჯაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი გახდა. კრიზისების მართვის საბჭო პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება. 2015 წელს ღარიბაშვილმა სუჯაშვილი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით სუჯაშვილმა წარჩინებით დაასრულა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია. 2019 წელს საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნამდე თავდაცვის სამინისტროს ლევან იზორია ხელმძღვანელობდა. იზორიას მოადგილეებიდან თანამდებობა მხოლოდ ლელა ჩიქოვანმა შეინარჩუნა და იგი ღარიბაშვილის პირველი მოადგილე იქნება. თავად ლევან იზორია დავით სუჯაშვილის ადგილზე, დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელად დაინიშნა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]