weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში დარეჯანის სასახლესთან ძველი გალავნის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

18:53 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019

თბილისში დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ძველი გალავანი აღმოაჩინეს. ახალი არქეოლოგიური ნაშთები თბილისის განვითარების ფონდის პროექტის, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს იპოვეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას სასახლის საძირკველი უნდა გაემაგრებინათ და სადრენაჟე სისტემა მოეწყოთ. სწორედ სისტემის გასამართად გავლებულ ღრმა ჭრილში აღმოაჩინეს ძველი გალავნის ფრაგმენტები.

თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, არქეოლოგების, ხელოვნებათმცოდნეებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი ძველი გალავნის ნაშთები უნდა შენარჩუნდეს.

„შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე პროექტი დაკორექტირდა. დაკორექტირებული პროექტის მიხედვით სადრენაჟე სისტემა ვეღარ მოეწყობა, თუმცა შენარჩუნებული იქნება კულტურული მემკვიდრეობა - მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომლის შედეგად ბუნებრივი წყლების ზემოქმედებისგან დაცული იქნება ციხის გალავანი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოების დასრულება კი 2020 წლის ბოლოს იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „იკორთა 2007“ ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]