weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, 3 000 უკან არ დაბრუნებულა

13:01 ორშაბათი, 24 ივლისი 2017

28 მარტის შემდეგ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 3 ათასი 90 დღის ვადაში საქართველოში არ დაბრუნებულა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ის პირები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს.

„ამ ეტაპზე არ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ აღნიშნულმა 3 ათასმა ადამიანმა ევროკავშირთან არსებული 90-დღიანი უვიზო რეჟიმი დაარღვია, ვინაიდან, შესაძლებელია, მათი ნაწილი ისეთ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს ასევე უვიზო რეჟიმი აქვს. ჩვენ ეს ხალხი ჩასმული გვყავს პოტენციურ რისკ ჯგუფში და ვუწევთ მონიტორინგს, რომელი რეგიონებიდან წავიდნენ, ვინ არიან, რა კავშირები აქვთ, პოტენციურად რა შეიძლება აინტერესებდეთ და ა.შ. ძირითადად, დიდი რისკები ჯერჯერობით არ გვქონია, ვინაიდან დიდი მასა, რაც გადის ქვეყნიდან, უკან ბრუნდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ოთხი თვეში ევროპელმა მესაზღვრეებმა საზღვრიდან უკან საქართველოს 160 მოქლაქე გამოაბრუნეს.

ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანაში, 4 არაწევრ და შენგენის წევრობის 4 კანდიდატ ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან მოქმედებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]