weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქმის კეთება, კეთილსინდისიერება და დისციპლინა - გახარიას მთავრობის გაცხადებული პრინციპები

11:46 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019

საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება, დისციპლინა და ღიაობა - პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მისი მთავრობის ძირითადი პრინციპებია.

„ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე და ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით, თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდგომ არამხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს ინფორმაცია მედიას, რომელსაც მთავრობის სხდომაზე წარმოადგენენ, არამედ საზოგადოებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომის დროს განხილვის საგანი არ ყოფილიყოს", - მიმართა მინისტრებს გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას.

გიორგი გახარიას და მის მთავრობას ნდობა პარლამენტმა 2019 წლის 8 სექტემბერს გამოუცხადა. დღეს ახალმა პრემიერ-მინისტრმა პირველი მთავრობის სხდომა გამართა და ვიცე-პრემიერებად თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი დანიშნა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს, მხოლოდ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უპასუხეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]