weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ფორსაჟის“ გადაღების გამო თავისუფლების მოედანი და გარკვეული ქუჩები დაიკეტება

14:34 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019

ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების გადაღების გამო, ამაღამ, 14 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები („კონკამდე“) ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის დაიკეტება.

გარდა ამისა, 00:00-დან 12:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მონაკვეთზეც ლაღიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 14 სექტემბერს სატრანსპორტო სქემები შემდეგნაირად განისაზღვრა: კოტე აფხაზის ქუჩიდან სოლოლაკისა და მთაწმინდისკენ გადაადგილების მიზნით, შალვა დადიანისა და ივანე მაჩაბლის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებები ნაწილობრივ შეიცვლება. ტრანსპორტი აფხაზის ქუჩიდან იაშვილისა და ინგოროყვას ქუჩებისკენ დადიანის, ლერმონტოვის, მაჩაბლისა და ლეონიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

ტრანსპორტი რუსთაველის გამზირიდან ავლაბარსა და ორთაჭალაში მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მოხვდება, რომელსაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით, ხოლო 12:00 საათის შემდგომ, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩებითაც დაუკავშირდება.

მელიქიშვილის ქუჩიდან სოლოლაკის მიმართულებით,როგორც კერძო ტრანსპორტისთვის, ასევე, მიკრო ავტობუსებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჭოველიძის, ბარნოვის, კაკაბაძისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით.

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. 06:00-დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები:#6, N14, N33, N42, N52, N58, N87, N88 და N150, ასევე მიკროავტობუსები ჯავახიშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაუხვევენ და ბარათაშვილის პანდუსის მეშვეობით უკუმიმართულებით მობრუნდებიან. 12:00 საათის შემდგომ კი ისინი რუსთაველის გამზირს გაივლიან და მოძრაობას მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დაასრულებენ.

ანალოგიურად, 06:00-დან 12:00 საათამდე რუსთაველის გამზირიდან ავლაბრისა და ორთაჭალისკენ მოძრავი ავტობუსები: #31, N37 და 46და მიკროავტობუსები გაივლიან ჯავახიშვილის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. ხოლო, 12:00 საათის შემდგომ N31 და N37 ავტობუსები მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ მობრუნდებიან, ჩაუხვევენ ჭანტურიას ქუჩაზე, გაივლიან ვირსალაძის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, რის შემდეგაც,დადგენილი სქემებით განაგრძობენ მოძრაობას. უკუმიმართულებით ისინი კოსტავას ქუჩას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით დაუკავშირდებიან. N46 ავტობუსი კი, მოძრაობას მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დაასრულებს.

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრავი ავტობუსების N2, N25, N39 და N43, ასევე მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ავლაბარი“ განისაზღვრება.

ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრავიN44, N80 და N102 ავტობუსები ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდეგ, ჩაუხვევენ მარცხნივ,გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაკვლავ ორთაჭალისკენ იმოძრავებენ.N50, N55 და N71 ავტობუსებიც კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, ანალოგიურ მარშრუტს გაივლიან.

კოჯრის გზატკეცილიდან მომავალი ავტობუსები: N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124მოძრაობას ამაღლების ქუჩის N11-თან დაასრულებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]