weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თუშეთში 22 წლის ბიჭი დაიღუპა

13:49 ორშაბათი, 24 ივლისი 2017

თუშეთში, სოფელ ბოჭორნასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ბიჭი დაიღუპა. „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც ის მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა.

როგორც „რეგინფოს“ თუშეთში გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ უთხრა, დაღუპული სოფელ ქვემო ალვანიდან იყო. ის სოფელ ბოჭორნადან ბარში ბრუნდებოდა.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

სოფელი ბოჭორნა გომეწრის ხეობაში, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარეობს და 2014 წლიდან ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე სოფლად ითვლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]