weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა

16:47 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019
ირაკლი ანთაძე. ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ირაკლი ანთაძე. ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სოფელ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე პროცესები განიხილეს, მხარეებს შორის კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს.

„ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და მისი დანიშნულებაა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა. ამასთანავე, კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებულ იქნა დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები. შესაბამისად, კონსენსუსი ამის თაობზე მიღწეული არ არის“, - განაცხადა ანთაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახლო მომავალში შედგება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, რომლის თარიღიც „ცხელი ხაზის“ საშუალებით შეთანხმდება.

ირაკლი ანთაძემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააყენეს ე.წ. საზღვარზე გადასასვლელების გახსნის საკითხი. თუმცა, თუ როდის შეიძლება, აღდგეს გადაადგილება, ქართულმა მხარემ დე ფაქტო ხელისუფლების წარმოამდგენლებისგან პასუხი ვერ მიიღო.

„სამწუხაროდ მათ გადასასვლელების ჩაკეტვა სრულიად უსაფუძვლოდ დაუკავშირეს ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, რაზეც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს არის წმინდა ჰუმანიტარული ასპექტი. გადასასვლელების ჩაკეტვა აუარესებს ადგილობირივ მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების პირობებს, ასევე არ უწყობს ხელს ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. სამწუხაროდ, ამ პუნქტთან დაკავშირებითაც მათი პოზიცია კონტრუქციული არ არის. თუ როდის შეიძლება განახლდეს გადაადგილება, ამაზე კონკრეტული პასუხი არ გაუციათ. ამჟამად ჰუმანიტარულ კატასტროფაზე არ არის საუბარი, მაგრამ გადასასვლელების დაკეტვა გარკვეული დროის შემდეგ გააჩენს კონკრეტულ პრობლემებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთათვის“, - განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაა, გაგრძელდეს მუშაობა უმოკლეს ვადებში გადასავლელების გახსნისათვის.

ერგნეთში 13 სექტემბერს უკვე მესამე ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ხაშურის მუნიციპალიტეტის ჩორჩანასა და ოკუპირებულ წნელისის მიმდებარე ტეროტირიაზე შექმნილი ვითარება განიხილეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 10 სექტემბერს დაადასტურა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ, ხოლო ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. „საგუშაგო“.

ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 5 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ჯგუფმა სოფელ წნელისის დასავლეთით, ე.წ. საზღვარზე, სოფელ ჩორჩანაში განთავსებული ქართული პოლიციის საგუშაგოს თავზე სიმაღლე დაიკავა და სასაზღვრო ნიშანთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა აღმართა.

სიტუაცია საოკუპაციო ხაზთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტი არ აიღო.

ე.წ. საზღვარზე გადასასვლელი პუნქტები დე ფაქტო ხელისუფლებამ 9 სექტემბერს გაურკვეველი ვადით, სრულად ჩაკეტა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]